"დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევო..." – რა მესიჯი მისწერა ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილმა ცოლმა

  19:55:48     13-10-2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ ჩვენება მისცა. 

მან ნეკა დოროყაშვილის შესახებ ისაუბრა და სხვადასხვა ფაქტები დაასახელა:

ნიკასთან მონაწერი ჰქონდა დაახლოებით 2 კვირით ადრე, მოვალ და დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მუქარის შემცველი ტექსტი იყო ნამდვილად, რაზეც მამაჩემს ვუთხარი, პოლიციაში ჩავიდეთ, ნელი დოროყაშვილზე შემაკავებული ორდერი უნდა გამოვწეროთ-მეთქი. ეს ნიკასაც უნდოდა, მეც და მამაჩემსაც. ვერ მოვასწარით. 

2019 წელს ნელი როცა ჩავიდა, ნიკას სთხოვდა, მასზე გადაეფორმებინა გოგებაშვილის ფართი, 500 ათასი დოლარი, 18 ათასი ლარი, ეს პარკინგები და რაც იყო, ყველაფერი და მცხეთის ქუჩაზე სახლი. - განაცხადა თენგიზ ბასილაშვილმა.