"ის განცხადება რაც გავაკეთე, სრულიად მიუღებელია" – ამილახვარი ბოდიშს იხდის

  16:27:52     13-10-2022

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარზე თქვა, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყვადეს, ბოდიშს იხდის. მისი თქმით, მისთვისაც მიუღებელია "ამ კონტექსტში ის განცხადება" რაც გააკეთა.

"ბოდიში მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, ოჯახს, და მთლიანად საზოგადოებას, არ აქვს ახლა იმის ახსნას აზრი, თუ მე რა კონტექსტით გავაკეთე დილას ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არაფერი მიფიქრია, არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, მთლიანად ჩემი ცხოვრების განმავლობაში. და ბუნებრივია ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება რაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი, და გულწრფელად ახლა არ მგონია რომ ოჯახს იქით ვინმე ისე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე. 

ვინაიდან სრულიად გაუთვიცნობიერებლად სულ სხვა კონტექსტში, ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემს მიერ გაცემული პასუხი, რაზეც სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, და საერთოდ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით და ამ გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მე ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასხუსმბელობას ამ განცხადებაში და კიდევ ერთხელ, ოჯახსა და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ამ დიდი ტრაგედიის", - თქვა ამილახვარმა.