"ნიკამაც არ იცოდა რაზე ემუქრებოდა ნელი – დედას გიტირებთ, დაგაჩოქებთო..." – ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა

  16:24:57     13-10-2022

ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა  დღეს სასამართლო სხდომაზე საათნახევრის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას ნიუ იორკისა და 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდებზე. მან განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ ნელი დოროყაშვილის მხრიდან აქტიურად იყო მუქარები.

"2017 წლიდან უკვე დაიწყო ნიკოლოზმა დაშორებაზე ლაპარაკი. ამის მიზეზი ის იყო, რომ იძახდა, ნელი ძალიან ბევრ რამეს მაბრალებსო, მათ შორის, ღალატსო. ნელის ჩემთანაც აქვს მოწერილი, შენ უწყობ შენს ძმას ღალატში ხელსო. 

ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი - სასამართლოში წაგიყვანო, პასუხს აგებთ, დედას გიტირებთ თქვენო, დაგაჩოქებთო და ასე შემდეგ.

ეს თავიდან სერიოზულად ვერ აღვიქვი, მაგრამ შემდეგ ნიკამ გამომიგზავნა ვოისები, სადაც ნელი პირდაპირ ემუქრებოდა. - განაცხადა პროცესზე თენგიზ ბასილაშვილმა.