"ტრაგედიით მანიპულირებთ, კალაძეს უკავშირებთ" – ოხანაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
15:58:32     13-10-2022
დეპუტატი ოხანაშვილი თანაპარტიელის განცხადების გასამართლებლად, ისევ მედიას ესხმის თავს და ამბობს, რომ გიორგი ამილახვარის კომენტარი არასწორად ჟურნალისტებმა გაიგეს და გააშუქეს.
ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტები ტრაგედიით მანიპულირებენ:
ყველაზე მძიმე ის არის, რომ თქვენ ადამიანის და უბედურების ტრაგედიით...სამარცხვინოა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ტრაგედიით მანიპულირებთ. 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა და თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგაქვთ აქ. აქ სიტყვები უადგილოა, მთავარია, რომ გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დადგება და უნდა დადგეს. ყველა სხვა განცხადება, რომელიც გადაგაქვთ პოლიტიკურ ჭრილში, კახა კალაძეს უკავშირებთ, ოცნებას დაუკავშირებთ, ამას გააკეთებთ, ეს არ გვიკვირს, ეს არის სამარცხვინო",– განაცხადა ოხანაშვილმა.
საუბარია დღეს ვაკის პარკში მოხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსატანად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის გოგო გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.