"მოხდება უმკაცრესი რეაგირება" – ირაკლი ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

  15:09:41     13-10-2022

ტრაგედია ვაკის პარკში – ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, მის ამოსატანად ჩასულებს კი დენმა დაარტყა. სამივე მერვეკლასელი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს წყლიდან და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

ერთი მათგანი, 13 წლის გოგო გარდაიცვალა, ორი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაშია. 

მომხდარზე კომენტარი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გააკეთა:

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება", - წერს ღარიბაშვილი.