"არასრულწლოვან ბავშვს, რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, ამაზე ვის ვთხოვთ პასუხისმგებლობას?" – ოცნების დეპუტატი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
14:50:57     13-10-2022
უბედური შემთხვევა ვაკის პარკში – მოზარდები ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ და მათ დენმა დაარტყა.
მომხდარის გამო,13 წლის გოგო გარდაიცვალა, ბიჭი კი სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარზე კომენტარი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გააკეთა:
„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდათ ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი, და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რათა არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაც ტექნიკური შეფერხებები იყოს და გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხებით სერიოზულად?“, – განაცხადა ოცნების დეპუტატმა ამილახვარმა.