გარდაიცვალა 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

  14:40:30     13-10-2022

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში – სამი ბავშვი ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში დღეს ბურთის ამოსატანად ჩავიდა და მათ დენმა დაარტყა. 

მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა 13 წლის გოგონასთვის, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 

ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გულის გაჩერებით შევიდა, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

ომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.