ოკუპანტმა უკრაინაში სათვალთვალო კამერა მოიპარა, რუსეთში სახლში დაიდგა, პარამეტრები არ შეცვალა და ძველი მეპატრონი მის ცხოვრებას პირდაპირ ეთერში უყურებს

  12:26:51     12-10-2022

უკრაინაში საომრად წასულმა ოკუპანტმა, ქალაქ ლიმანის მაცხოვრებლის სახლიდან სათვალთვალო კამერა მოიპარა და ბურიატაში, საკუთარ სახლში დაიდგა.

თუმცა რუს ოკუპანტს კამერის გადაწყობა არც უფიქრია და პირდაპირი ტრანსლაცია ისევ ძველ მეპატრონესთან, უკრაინაში ხორციელდება. ძველი მეპატრონე ოკუპანტის ყოველდღიურ ცხოვრებას პირდაპირ ეთერში უყურებს.

ინფორმაციას ბლოგერი იან გორდიენკო ინსტაგრამზე ავრცელებს.