მედვედევის თქმით, უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება მსოფლიო კონფლიქტის ესკალაციას დააჩქარებს
11:47:26     12-10-2022
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სესტემების მიწოდება, დააჩქარებს მსოფლიო კონფლიქტის ესკალაციას.
რუსული მედიის ცნობით, მედვედევი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ურჩევს, არსებული რისკები შეაფასონ.
"უსწრაფესი გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის მსოფლიო ომის შეუქცევად შედეგებამდე არის კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება" - ამბობს მედვედევი.