კიევი კვლავ იბომბება – ზელენსკი მოსახლეობას დედაქალაქის ერთ–ერთი ქუჩიდან მიმართავს
13:58:04     10-10-2022
რუსეთი უკრაინის დედაქალაქზე მასშტაბურ შეტევას ახორიციელებს – ოკუპანტები კიევს ბომბავენ. აღნიშნულის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და ის კიევის ქუჩებშია ჩაწერილი.
ზელენსკის განცხადებით ოკუპანტ ქვეყანას უკრაინაში პანიკისა და ქაოსის გამოწვევა არ გამოუვა.
„მძიმე დილაა, საქმე ტერორისტებთან გვაქვს. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“, რომლებსაც ორი სამიზნე აქვთ – ენერგოობიექტები და ადამიანები. მათ პანიკის და ქაოსის გამოწვევა სურთ, ისინი უიმედოები არიან და ჩვენი ენერგოსისტემის განადგურება სურთ.
გახსოვდეთ, რომ უკრაინა ამ მტრის გამოჩენამდეც არსებობდა და უკრაინა დარჩება მომავალშიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.