ბაიდენი ბირთვული „არმაგედონის“ საფრთხეზე მსოფლიოს აფრთხილებს

  13:19:54     07-10-2022

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინის მუქარებზე, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ალაპარაკდა და განაცხადა, რომ საფრთხე რეალურია. მისი თქმით, რუსეთი უკრაინასთან ომში მარცხს განიცდის.

„პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, ჩვენ გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ მოვლენების განვიტარება ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაიდენ,ა.

მან დასძინა: „არ ვიცი არსებობს თუ არა ასეთი შესაძლებლობა, გამოყენებული ქინეს მსუბუქი ტაქტიკური ბირთვული იარაღი და ის არ დასრულდეს „არმაგედონით“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება და უკრაინას მოუწოდებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ.