დღეს პუტინის დაბადების დღეა – კირილი მრევს პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ლოცვას სთხოვს
12:30:04     07-10-2022
დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეა. მისი 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, ქვეყნის პატრიარქი სასულიერო პირებს ორდღიან ლოცვებს სთხოვს.
ამის შესახებ ქვეყნის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კირილი მრევლს მოუწოდებს ორი დღის მანძილზე ილოცონ პუტინის ჯანმრთელობისთვის.
„ამ წლის 7 ოქტომბერს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი 70 წლის გახდა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქი კირილე მოუწოდებს ყველა მღვდელმთავარს, მოძღვარს, მონასტერს და მრევლს, ამ დღეს სახლში მხურვალე ლოცვა აღავლინონ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია წერილში