აშშ არ ადასტურებს ხმებს, იმის შესახებ რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება
11:59:22     05-10-2022
თეთრი სახლის მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Reuters ავრცელებს.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ბირთვული იარაღის ჟღარუნს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირებისთვის და არც იმის მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში. ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება", - თქვა ჟან-პიერმა.