"გუშინ საშინელი შეტევა ჰქონდა" - დღეს მიხეილ სააკაშვილის უცხოელი ექიმები პრესკონფერენციას გამართავენ
11:56:22     05-10-2022
კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად უცხოელი ექსპერტები მივიდნენ. მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ექიმი ლაჰანსა და ექიმი კობის სურთ. გარდა ამისა, კლინიკაში მივლენ "ემპათიას" ექსპერტებიც, რომლებიც დასკვნაზე მუშაობენ.
"გადაწყვიტა ბატონმა კობიმ რომ აქ დაელოდება, მისაღებში ამ ნებართვას, გარდა ამისა, მოვა ქართველ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ამერიკელებთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. ის რაც მას გუშინ განუვითარდა სასამართლოს მიერ ჩატარებული უკანონო ქმედების შედეგად, ეს შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობად. ჰქონდა რაღაც საშინელი შეტევა, აკანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, არა თუ სააკაშვილი, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში", - თქვა ხაჭაპურიძემ.