„ქართულმა ოცნებამ მოგვცა კანონზომიერება, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძაობდეს იგი“ – ნიკა გვარამია
13:40:25     04-10-2022
სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც სიტყვა წარმოთქვა თავად ნიკა გვარამიამ:
"ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ჩვენ ვისწავლეთ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არცერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, ჩვენ ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ რა და ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი, ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობდეს იგი. ეს აცრა, ისტორიული აცრა, რომელიც ჩვენ გავიკეთეთ, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ ვირუსს, აღარასოდეს აღარ შეგვყრის, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ", - თქვა ნიკა გვარამიამ.