ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო
16:11:32     03-10-2022
ოკუპირებულ აფხაზეთში დე–ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "სამხედრო გაწვევას", რომლის თანახმადაც 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.
"განკარგულების" თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.