ხარაგაულის საკრებულოში ენმ–ს დეპუტატი დარბაზიდან გაიყვანეს და კაბინეტში ჩაკეტეს

  16:01:26     03-10-2022

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ხარაგაულში ფულს სოციალური შემწეობის მიზნით ადგილობრივი მაღალჩინოსნები იღებენ. ინფორმაცია ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე გაასაჯაროვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამაზე საუბარი დაიწყეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს და ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

არსებობს ინფორმაცია, რომ ის სამუშაო კაბინეტში ჩაკეტეს და ოთახიდან მანამ არ გამოუშვეს, სანამ საკრებულოს სხდომა არ დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.