"პირველ რიგში, ჩამოვაგდე რუსეთის დროშა, შემდეგ გამოვთქვი პროტესტი რატომ იყო გაკრული აფხაზეთის დროშა" - მოსწავლე ბათუმიდან
16:15:45     30-09-2022
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს მოსწავლე, რომელმაც პროტესტის ნიშნად რუსეთისა და აფხაზეთის დროშები ჩამოხია. მე-11 კლასის მოსწავლე ფაქტის ამსახველ კადრებსაც ასაჯაროებს და ამბობს, რომ იგივე სკოლაში სწავლას აღარ გააგრძელებს.
"მივედი და პირველ რიგში ჩამოვაგდე რუსეთის დროშა, ჩამოვხიე, ცოტა მაგრად იყო მიწებებული და დრო დამჭირდა რომ მომეხსნა, ამასობაში დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში. კლასში შემდეგ გამოვთქვით პროტესტი თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა გამოკრული, შემდეგ მოგვცეს თანხმობა, კიბატონო ჩამოხსენითო, ჩავედით და ჩამოვხსენით ეს დროშა. დავიბარეთ და დედაჩემს უთხრეს, რომ ბავშვი სადაც გინდათ იქ გადაიყვანეთ, აგრესორიაო, დღეს დროშა ჩამოხვიაო, ხვალ შეიძლება ჩემ რუს მოსწავლეს მივარდეს და თვალები ამოთხაროსო", - ამბობს სკოლის მოსწავლე.