მინიმუმ 23 დაღუპული – რუსებმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს

  15:53:27     30-09-2022

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს. უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 23 ადამიანი და დაშავდა 28.

"მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ზაპოროჟიიდან გამოსასვლელ სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე." - თქვა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა Telegram-ზე.

შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება.