
"რუსეთს 10 წელი დასჭირდა პროფესიონალი არმიის შექმნისთვის 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა 8 თვე არმიას მარცხისთვის" – კარლ ბილდტი
11:23:01     27-09-2022
შვედეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი სოციალურ ქსელში რუსეთის არმიის შესახებ წერს:
"რუსეთს 10 წელზე მეტი დასჭირდა, რომ პროფესიონალი არმია შეექმნა 2008 წელს საქართველოში ომის შემდეგ, თუმცა სულ რაღაც 8 თვე დასჭირდა არმიას მარცხისთვის. ახლა კრემლმა იმედები უნდა დაამყაროს სამობილიზაციო რეზერვზე, რომელიც გამოცდილი არასდროს ყოფილა", – წერს კარლ ბილდტი.