"ჩვენ დროს პროკურატურა სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

  12:52:17     26-09-2022

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას პროკურატურა სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად იქცა:

"პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება. მე მინდა, ჩვენს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადავუხადო".