რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად 400 პატიმარი გაგზავნა

  11:22:57     19-09-2022

რუსეთი ცოცხალი სამხედრო ძალის მწვავე ნაკლებობას განიცდის. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტმა ქვეყანამ ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში საბრძოლველად 400 პატიმარი გაგაზავნა. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.

"გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში „ავღანელი მეომრების“ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება რეგიონალური მოხალისეთა ბატალიონისთვის თბილი ტანსაცმლის შესაძენად", - ამბობს უკრაინის გენშტაბი.