"ჩვენ თბილისისა და ნატო–ს თანამშრომლობის განვითარებას ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ" – რუსეთი

  17:30:36     14-09-2022

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა "რია ნოვოსწისთან" საუბრსას საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის შესახებ კომენატრი გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთი ამ ურთიერთობის განვიტარებას ყველაზე სერიოზულად გაითვალისწინებს: 

"მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორკვირიანი მრავალეროვნული მანევრების Noble Partner 2022 ფარგლებში, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით მოხდა. საქართველოს „არსებითი დახმარების“ მხარდამჭერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე სერიოზულად"