რუსეთს ჯარისკაცების დეფიციტი აქვს – "დაჭრილებს ოპერაციებს არ უკეთებენ და რეაბილიტაციის ვადებს უმცირებენ" რუსეთს ჯარისკაცების დეფიციტი აქვს – "დაჭრილებს ოპერაციებს არ უკეთებენ და რეაბილიტაციის ვადებს უმცირებენ" /> "/> " />


  16:04:53     14-09-2022

რუსეთს ჯარისკაცების დეფიციტი აქვს – "დაჭრილებს ოპერაციებს არ უკეთებენ და რეაბილიტაციის ვადებს უმცირებენ"

1663157268fa67a1a48648dd9d1c12538769025cf1.jpg

რუსეთი უკრაინაში სამხედროებს ვეღარ გზავნის, რადგან გაწვეულების უმრავლესობა ომში წასვლაზე მასობრივად ამბობს უარს.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯარისკაცების დეფიციტის გამო, დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის ვადები შემცირდა:

„რუსეთის ჯარში სამხედროების კატასტროფული დეფიციტია. აღნიშნულის გადაჭრის მიზნით, საოკუპაციო ძალების მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვნად შეემცირებინათ დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის დრო. საავადმყოფოებში დაჭრილების დიაგნოზებს მიზანმიმართულად ამარტივებენ, არ ატარებენ დაგეგმილ ოპერაციებს და სთავაზობენ უკრაინაში ომში დაბრუნებას.

ცნობილია შემთხვევა, როდესაც ყურის ბარაბნის  გახეთქვისა და კონტუზიის შემდეგ, ჯარისკაცი საავადმყოფოდან 3 დღეში გაწერეს. ოფიციალურ დიაგნოზად კი "ოტიტი" მიუთითეს და  რეკომენდაცია მისცეს, რომ ყური არ გაიცივოს, ოპერაციაზე კი უარი უთხრეს - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.


ავტორი: presa.ge