„ჩემოდანი ჩამარტყა, შემდეგ ხელი მოაყოლა და ტანით დამეცა ზემოდან“ – ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე

  15:53:07     14-09-2022

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ნეკა დოროყაშვილმა ახალი დეტალები გაამხილა და ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარადგინა.

ვიდეოჩანაწერის ახსნისას, დოროყაშვილი განმარტავს, რომ  ძალადობა დიდხანს გრძელდება და ჩანთის ჩარტყმის შემდეგ, ბასილაშვილმა მას ხელიც დაარტყა:

"გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება "შე ნაბიჭვაროო", შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.