საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც დიასახლისად მუშაობისას ოჯახებს ძარცვავდა – დამნაშავეს შესაძლოა "კანონიერ ქურდებთან" ჰქონდა კავშირი
16:46:38     06-09-2022
საბერძნეთის პოლიციამ 40 წლის ქართველი ქალის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ატიკაში ადგილობრივ ოჯახებში დიასახლისად მუშაობდა და პარალელურად დამქირავებლებს ძარცვავდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს 43 ბინის გასაღები ჰქონდა. ამასთან აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ძვირფასი ქვების დეტექტორიც, ძვირფასი ნივთებისა და სამკაულების შესამოწმებლად, რომელსაც შემდგომში იპარავდა.
მოპარული ნივთების ჩამონათვალი ბერძნულ მედიაში ვრცელდება:
ორმოცდაათი საათი
ოქროს სანთებელა
ორი მოოქროვილი ჯაჭვი
22 წყვილი მანჟეტი
6 სამაჯური
10 საკოლექციო კალამი
1 წყვილი საყურე
მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი
1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში
7 საფულე
1 ლეპტოპი
15 ვიდეოკამერა
7 საკოლექციო ხმალი
პარალელურად, პოლიცია ქალის თანამზრახველებსაც ეძებს, რადგან ჩხრეკისას, ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღის არსენალიც აღმოჩნდა.
3 დასაკეცი დანა
ნაჯახი
2 ცეცხლსასროლი იარაღი
2 რევოლვერი
სხვადასხვა კალიბრის 173 ვაზნა
2 ყუთი საჰაერო ტყვიამფრქვევის გრანულები.
სამართალდამცავები იკვლევენ ქალის შესაძლო კავშირს ე.წ. კანონიერ ქურდებთან.