დიდ ბრიტანეთში ახალშობილს დედამ ლუციფერი დაარქვა
16:17:20     05-09-2022
დიდ ბრიტანეთში ახალშობილს დედამ ლუციფერი დაარქვა. ინფორმაციას ამის შესახებ „დეილი მეილი“ ავრცელებს.
27 წლის ჯოზი კინგი ამბობს, რომ ამ არჩევანის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ მას ამ სახელის ჟღერადობა მოსწონს.
ჯოზის თქმით, პატარას დაბადებამდე მან ათჯერ დაკარგა შვილი და ლუციფერი ლათინურად „სინათლის მომტანს“ ნიშნავს.