შემზარავი ავარია ახალგორში – დაღუპულია მამა 12 წლის შვილთან ერთად შემზარავი ავარია ახალგორში – დაღუპულია მამა 12 წლის შვილთან ერთად />


  15:56:17     05-09-2022

შემზარავი ავარია ახალგორში – დაღუპულია მამა 12 წლის შვილთან ერთად

1662379056ddddddd.JPG

ცხინვალი–ახალგორის გზაზე შემზარავი ავარია მოხდა, რომელსაც მამა და 12 წლის შვილი ემსხვერპლა.

აღნიშნულზე ოფიციალური განცხადება ვრცელდება:

„62 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. მიღებული ტრავმებისგან მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ქალიშვილი და მეუღლე კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.“

„ავარიისას ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ“ - აღნიშნულია ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადებაში.


ავტორი: presa.ge