"ბოლო წლებში საქართველოს პროგრესი არ ჰქონია. მეტიც, ეს ქვეყანა უკან მიიწევს"

  15:12:27     05-09-2022

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს უფრო აქტიური მხარდაჭერა უნდა გამოეხატა. მისი თქმით ეს საჭიროა იმისათვის, რომ ორივე ქვეყანას საერთო ინტერესები აქვს:

"საქართველოსა და უკრაინას ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, რადგან ისინი ერთსა და იმავე საფრთხეების წინაშე დგანან. წარსულში, როდესაც 2014 წელს რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც ბოლო წლებში სამწუხაროდ შეწყდა. მე მესმის, რომ საქართველოს არ სურს უფრო გააღიზიანოს რუსეთი, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ უკრაინის მიმართ უფრო აქტიური მხარდაჭერის გამოხატვა ცუდი არ იქნებოდა. 
მე არ მინდა, დეოლიგარქიზაცია რომელიმე პიროვნებას დავუკავშირო, მაგრამ ნათელია, რომ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, არის წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ბოლო წლებში საქართველოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, პროგრესი არ ჰქონია. მეტიც, ეს ქვეყანა უკან მიიწევს და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ვერ მიიღო" , - acxadebs herbsti.