ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი - შოკისმომგვრელი ხედვა ხელოვნებაში

  11:16:27     27-08-2011

ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი  ავსტრიელი არქიტექტორი , ფერმწერი, ორიგინალური შენობების შემქმნელია „ბუნებრივ“, „ეკოლოგიურ“ და „ბიომორფულ“ სტილში. მისი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე განთქმული პროექტი იყო ჰუნდერტვასერჰაუზი ვენაში, რომელიც შემდგომში მთელი მისი შემოქმედების ლეიტმოტივი გახდა.

ჰუნდერტვასერის ორიგინალური, უმართავი, ზოგჯერ შოკისმომგვრელი არტისტული ხედვა აისახა მის ფერწერაში, ეკოლოგიურობაში, ფილოსოფიაში, ფასადების დიზაინში, საფოსტო მარკებში, დროშებსა და ტანსაცმელში. მის ნამუშევრებში გავრცელებულ თემათა შორისაა სწორი ხაზის უარყოფა, მკვეთრი ფერები, ორგანული ფორმები, ადამიანთა დაახლოება ბუნებასთან და მკაცრი ინდივიდუალიზმი. ის დღემდე რჩება განუმეორებლად, თუმცა მისი არქიტექტურული ნამუშევრები ემსგავსება ანტონიო გაუდის ნამუშევრებს, ბიომორფულ ფორმებში და ფილების გამოყენებაში.

ადრეულ პერიოდში, მას შთაგონება ეგონ შილეს ნამუშევრებიდან მიუღია და მის სტილს ხშირად ადარებდნენ გუსტავ კლიმტის ხელწერას. ის აღტაცებაში მოჰყავდა სპირალებს და სწორ ხაზებს „ეშმაკის ხელსაწყოებს“ უწოდებდა. მან ხელოვნების საკუთარ თეორიას „ტრანსავტომატიზმს“ სიურეალისტურ ავტომატიზმზე დაყრდნობით დაარქვა, ყურადღებას ამახვილებდა რა მნახველის გამოცდილებაზე, თვით ხელოვანის განცდის ნაცვლად.