პომიდვრის ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე არ არსებობს

  15:27:12     30-08-2022

ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში "პომიდვრის ვირუსის" გავრცელების საფრთხე არ არსებობს:

"ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება, შესაძლოა ჩვენთანაც არის საკმაოდ მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიც არის ხელის, ფეხის დაავადება, რომელსაც კოკსაკის ვირუსი იწვევს. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არის და სიკვდილიანობა მცირეა,"- აცხადებს კულუმბეგოვი