ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა
15:28:59     24-08-2022
ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მან მეზობელ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ომშია ჩართული, მშვიდობიანი ცა უსურვა.
"ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, შემწყნარებლობა, გამბედაობა, ძალა და ღირსეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა." - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.