
"საქართველოს ვურჩევ, შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან" - კინზინგერი
15:25:45     24-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი თბილისში რამზან კადიროვის უახლოესი მეგობრის, ლევ ძენგოვის გამოჩენას ეხმაურება და საქართველოს ურჩევს, შეწყვიტოს "ფლირტი რუსეთთან".
"რუსეთის, როგორც რეგიონალური ძალის, დღეები იწურება. საქართველოს კატეგორიულად ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდოს ამას და შეწყვიტოს ფლირტი რუსეთთან", - წერს კინზინგერი.