პირველად მსოფლიოს ისტორიაში – პაპუა–ახალ გვინეაში ყავის მინისტრი დანიშნეს
15:18:41     24-08-2022
პაპუა – ახალ გვინეაში ყავის მინისტრი დანიშნეს. ეს თანამდებობა მსოფლიო ისტორიაში პირველად შეიქმნა.
პრემიერ–მინისტრმა ჯეიმს მარაპემ ასევე შექმნა პალმის ზეთის სამინისტროც.
"თანამდებობა, რომელიც მსოფლიოში პირველია, გვიჩვენებს მთავრობის ერთგულებას სოფლის მეურნეობის ძირითადი ინდუსტრიების გაფართოებისკენ" – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.