აკრძალული მედიკამენტი მიხეილ სააკაშვილის საქმეში

  15:54:19     22-08-2022

აკრძალული მედიკამენტი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის სქემაში - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ირწმუნება, რომ მკურნალობა ისეთი მედიკამენტით მიმდინარეობდა, რომლის მიმართაც კითხვები ამერიკელ ექსპერტებს გაუჩნდათ. 

კითხვებით უფლებადამცველმა უკვე მიმართა კლინიკა "ვივა მედს". ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მედიკამენტი აშშ-ში ხმარებიდან ამოღებულია, რადგან გვერდითი ეფექტის სახით ნევროლოგიური სტატუსის კუთხით გართულებებს იწვევს. 

"ამერიკელი ექსპერტები ჩართულები არიან ამ საქმეში, ისინი ითხოვენ თითქმის ყოველდღიურად ავადმყოფობის ისტორიას, რასაც ვუგზავნით, შესაბამისად, შემდეგ იქიდან სვამენ კითხვებს, ეს როგორ იყო, ეს რა არის, ამას რატომ იღებს, ადგენენ ისტორიას ჩვეულებრივად, ინტერესდებიან ნებისმიერ მედიკამენტთან დაკავშირებით", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.