თბილისელი მოხუცები დაფინანსებული აუზითა და ფიტნეს დარბაზებით მხოლოდ დილის თერთმეტიდან შუადღის ორ საათამდე ისარგებლებენ
15:29:28     16-08-2022
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.
აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
მოსარგებლეებს მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეუძლიათ.