"ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი არ არსებობს" – უკრაინის მთავრობა ყველანაირი სცენარისთვის ემზადება
15:13:15     12-08-2022
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის შესაბამისი სამსახურები ემზადებიან ნებისმიერი სცენარისთვის, რაც შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარდეს.
"ამჟამად, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ არსებობს ადეკვატური კონტროლი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოქმედებებზე. დღეს ის რეალურად არა მხოლოდ მტრის, არამედ უვიცი სპეციალისტების ხელშია, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ტრაგედიის დაშვება. იმ უკრაინელი სპეციალისტებს, რომლებიც იქ დარჩნენ, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ. მოგეხსენებათ, დღეს სადგურის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა და ეს ყველაფერი საფრთხის უმაღლეს დონეზეა შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელსაც აქვს ექვსი ელექტროსადგური. ძნელი წარმოსადგენია რა მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მოხდეს, თუ რუსები იქ დარჩებიან. სადგურის ბოლო დაბომბვის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მათთვის შემაკავებელი საშუალებები არ არსებობს. ისინი მზად არიან ნებისმიერი ქმედებისთვის, მიუხედავად შედეგებისა" - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.