რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება
15:08:16     12-08-2022
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, ვაან კერობიანი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება.
მისი თქმით ეს მათთვის ტვირთგადაზიდვის დამატებითი გზა იქნება:
"ახლა საბოლოო სამუშაოებს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება",- განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა "რადიო თავისუფლების" სომხურ ბიუროს ცნობით.
"რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ინფორმაციით, საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ კავკაზის მიმართულებაზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს.