ბაღის სალათა
11:08:59     27-08-2011
მასალა:
2 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი, მოხარშული კარტოფილი
½ ჭიქა კუბიკებად დაჭრილი, მოხარშული ნიახური
½ ჭიქა კუბიკებად დაჭრილი კიტრი
¼ ჭიქა ბოლოკის ნაჭრები
¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა
რამოდენიმე ცალი მწვანე სალათის ფოთოლი
სოუსისათვის:
½ ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი
½ ჩაის კოვზი ღვინის ძმარი
წითელი პილპილი დანის პირზე
½ ჩაის კოვზი მარილი
½ ჭიქა მაიონეზი
სოუსის პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთს და ფრთხილად დავასხათ სალათისათვის მომზადებულ ბოსტნეულს. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. სუფრაზე ლანგრით მივიტანოთ მწვანე სალათის ფოთლებთან ერთად.