"აგვისტოს ომი სააკაშვილისა და მისი გუნდის ღალატი იყო, გაწირეს ქვეყანა" – ირაკლი ღარიბაშვილი

  15:50:28     08-08-2022

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინა ხელისუფლება. მისი თქმით აგვისტოს ომი სააკაშვილისა და მისი გუნდის ღალატი იყო:

"თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა, განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს აი ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაიწრეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, თქვენთან საუბარს მე ვასრულებ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები", - თქვა ღარიბაშვილმა.