15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხების აღებას მაქსიმუმ 3 წლით შეძლებთ

  15:36:07     03-08-2022

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებით სამომხმარებლო სესხები 4 წლის ნაცვლად, მაქსიმუმ 3 წლის ვადით გაიცემა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილებას სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის იღებენ.

"სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისათვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლმდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრეტიდება, რომელმაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას", - თქვა გვენეტაძემ.