
ქუთაისში 58 წლის ქალი დედა პირველად გახდა
14:53:29     03-08-2022
ქუთაისის სამშობიარო სახლში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა, "ხონელიძის კლინიკაში" 58 წლის რუსუდან არველაძე დედა გახდა:
"კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა ხონელიძის კლინიკაში
შეუძლებელი არაფერია! სასწაულები გრძელდება!
02.08.2022 , 15:43 წთ.ზე ქ. ქუთაისში შპს „ხონელიძის კლინიკაში“ 58 წლის ასაკში ქალბატონმა რუსუდან არველაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება.
დაიბადა მამრობითი სქესის ახალშობილი გაბრიელ არველაძე -წონა : 2,800 გრ - სიგრძე: 49 სმ", – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.