საფრანგეთში ყალბი პასპორტით ჩასული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა
16:01:31     02-08-2022
ნიცაში ყალბი პასპორტით ჩასული ქართველი მამაკაცი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
მედიის ცნობით, 60 წლის კაცი გსულ ორშაბათს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრში მივიდა. მას საფრანგეთში დროებით ბინადრობის ნებართვის მიღება სურდა.
უწყებაში კაცმა ყალბი პასპორტი წარადგინა, თუმცა თანამშრომლების მოტყუება ვერ შეძლო.