თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯაზ მატარებლით მგზავრობას თავაზობს

  14:14:10     01-08-2022

12-14 აგვისტოს  ბათუმში, საიუბილეო, რიგით მე-15 ჯაზ ფესტივალი ჩატარდება. სტუმრებს მუსიკითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამი დღე ელით.

თიბისი კონცეპტისა და “ისთერნ პრომოუშენის” მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს თბილისიდან ბათუმში მიმავალი ჯაზ მატარებლით სარგებლობა შეეძლებათ. ჯაზის მოყვარულების კომფორტულ მგზავრობაზე საქართველოს რკინიგზამ იზრუნა.

ჯაზ მატარებელი 13 აგვისტოს, 10:25 საათზე გავა თბილისიდან. სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ერეკლე გეწაძე და  ელენე კალანდაძე Live იზრუნებენ.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

-             ლანჩ ბოქსი და ტკბილეულობა

-             გამაგრილებელი სასმელი

-             სახალისო აქტივობები და საჩუქრები

 

*შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადი მონაცემები და ჯაზ-ფესტივალის ბილეთი. დასწრება უფასოა.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

ბარათების ჩამონათვალი:

TBC Concept Visa/MC Gold Card, Visa/MC Platinum, MC World Elite, Visa Signature, Visa Signature Ertguli.

 

*გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია.

ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://tkt.ge/event/304909/jaz-matarebeli