"ჰქონდა სისხლჩაქცევები, დაესვა ძილიანობის დიაგნოზი..." - უკრაინელ ქალზე ძალადობის საქმის ახალი დეტალები
16:32:44     29-07-2022
"ჰქონდა სისხლჩაქცევები, დაესვა ძილიანობის დიაგნოზი..." - ამის შესახებ ლანჩხუთის ავერსის კლინიკის დირექტორი საუბრობს და ეხმაურება 44 წლის უკრაინელ ქალზე ძალადობას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გვიან ღამით სწორედ მის კლინიკაში შეიყვანეს.
"00:15 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აღენიშნებოდა ექსკორეაცია და ექსკორეაციები, სისხლჩაქცევები. პაციენტს დაესვა ძილიანობის დიაგნოზი და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა. დაისვა თირკმლის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, - ამბობს კვერენჩხილაძე.