"მადლობა ღმერთს, რომ გონივრული პოლიტიკით მშვიდობა შევინარჩუნეთ" – ირაკლი ღარიბაშვილი "მადლობა ღმერთს, რომ გონივრული პოლიტიკით მშვიდობა შევინარჩუნეთ" – ირაკლი ღარიბაშვილი /> "/> " />


  16:19:55     29-07-2022

"მადლობა ღმერთს, რომ გონივრული პოლიტიკით მშვიდობა შევინარჩუნეთ" – ირაკლი ღარიბაშვილი

1659097321kk.jpg

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებმა "გონივრული პოლიტიკით" საქართველოს "დიდი განსაცდელი" აარიდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

"ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დამართნოდა - ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ეროვნული, გონივრული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის წინსვლა", - თქვა ღარიბაშვილმა.


ავტორი: presa.ge