"მეც იქ ვიყავი...იმედია მალე დააკავებენ მკვლელს" – იუბილარი გოგოს დედა, რომლის დაბადების დღეზეც 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს
16:13:57     29-07-2022
18 წლის ქეთათო არაბულის დაბადების დღეზე გუშინ 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს. დაბადების დღის ცერემონიალი, იუბილარის ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელში ცხვარიჭამიაში იმართებოდა. რა დროსაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და 20 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს.
მომხდარზე პირველი კომენტარი გააკეთა იუბილარის დედამ, რომელიც ტრაგედიისას ადგილზე იმყოფებოდა:
"მე ვიმყოფებოდი. [რაზე იჩხუბეს] არაფერი არ ვიცი, გამოვიძახე 112, დავრეკე, სანამ დაიწყებოდა დაძაბულობა, რაღაც შეკამათება როცა იყო... რაზე შეკამათდნენ არ ვიცი, მეც ველოდები გამოძიებას. იმედი მაქვს, რომ მალე დააკავებენ ვინც არის მკვლელი, - ამბობს არაბულის დედა.