Time - ვერცხლის სამაჯურები 2,000-მდე არჩევანით

  15:59:48     22-07-2022

თქვენც იცით, რომ მსოფლიოში წარმოდგენილი სხვადასხვა ბრენდის სამკაულების ზღვა არჩევანში, სტილი, ფორმა, მასალა, ვიზუალი და სხვა მახასიათებლები თავბრუდამხვევად მრავალფეროვანი და განსხვავებულია.

 

ამ მრავალრიცხოვან კოლექციაში კი ვერცხლის სამკაულები მუდამ სასურველი და პოპულარული იყო. ვერცხლის სამკაულები ხომ თავისი ნეტრალური ფერით როგორც კლასიკურ, ისე ყოველდღიურ და საზეიმო განწყობას ქმნის. მას შეუძლია სახის ცვლა ისე, რომ მოერგოს თქვენს გემოვნებას, სტილს და იმ ატმოსფეროს, სადაც მის გაკეთებას აპირებთ.

 

მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვაგვარ სტილზე, დროთა განმავლობაში სხვადასხვა იუველირის მიერ სხვადასხვა ფორმისა და ვიზუალის ვერცხლის სამაჯურები იქმნებოდა. აღნიშნული ვერცხლის სამაჯურები კი დრომ იმდაგვარად შემოინახა, რომ ძველი ახლად, ახალი კი კიდევ უფრო განსაკუთრებულად გამოიყურება.

 

სწორედ ამ დროსა და სივრცეში გამოცდილი სამკაულის უხვი არჩევანის გამო, რთულია შეარჩიოთ ერთი, რომელიც თქვენს საყვარელ ნივთად იქცევა.

 

ზოგადად, ვერცხლის სამკაულები და ნებისმიერი სხვა სახის სამკაული ერთად ტარებისას შესანიშნავად გამოიყურება.  თქვენთვის სასურველი ფორმის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად ვერცხლის სამაჯურები დამოუკიდებლად და მოერიდოთ სხვა ტიპის სამკაულების ტარებას, ან სხვა სამაჯურებთან და ბეჭდებთან ერთად გამოიყენოთ ის, რომ უფრო ლამაზად და ფერადად გამოიყურებოდეს.

 

თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ სხვა სამკაულებთან სინერგიით, ვერცხლის სამაჯურები საინტერესო და მუდამ განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

სწორედ ასეთ, საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ Time-ის მაღაზიათა ქსელი, სადაც ვერცხლის სამაჯურები სხვადასხვა ფორმის, ფერის, მასალისა თუ სტილის

სინთეზით შეარჩიოთ.

 

აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ერთმანეთს ვერცხლის სამაჯურები და ტანისამოსიც უნდა ერწყმოდეს. მაგალითად, სამი მეოთხედი ან ნაკლები სიგრძის მქონე მკლავის პიჯაკებსა თუ მაისურებზე ვერცხლის სამაჯურები არაჩვეულებრივად გამოიყურება, რადგან მისი ნაზი და სადა ბზინვარება მსუბუქად ერწყმის ჩაცმულობას.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვერცხლის სამკაულები საუკეთესოდ ერწყმის გრილ და ნათელ ფერებს. თუმცა ასევე შეგიძლიათ ვერცხლის სამაჯურები ლურჯ მაისურთან შეახამოთ და შექმნათ მონოქრომული იერსახე, ან თუნდაც შავ პიჯაკს გამოკვეთილი შტრიხი შემატოთ. თუ მაგალითად ზაფხულში განსაკუთრებით პოპულარულ ნეონისფერ ტანისამოსს ატარებთ, ვერცხლის სამკაულები მას კიდევ უფრო მეტ ენერგიას შემატებს. 

 

მოკლედ რომ ვთქვათ, არჩევანი თქვენს ფანტაზიასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. არჩევანის უკიდეგანო თავისუფლებას კი Time-ის მუდამ განახლებადი კოლექციები გაძლევენ, სადაც 2,000-მდე სხვადასხვა სახის ვერცხლის სამაჯურია წარმოდგენილი.