ელექტრო სიგარეტი ისეთივე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ელექტრო სიგარეტი ისეთივე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი />


  16:31:35     27-07-2022

ელექტრო სიგარეტი ისეთივე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

1658925214ecigaretter+vape+istock+photo-custom20190926132559.jpg

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი - ამის შესახებ ინფორმაციას NCDC საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

"არა, ელექტრონული სიგარეტი არ გეხმარება თამბაქოზე თავის დანებებაში!

კი, ელ. სიგარეტი ისეთივე მავნებელია შენი ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი!

ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად :

ელ. სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს;

ელ. სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში;

ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ელ. სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი;

გაუფრთხილდი საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უთხარი არა თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს!" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 


ავტორი: presa.ge