"ზუსტად იმიტომ ებრძვიან მოღალატეები, რომ გრძნობენ მის ღირსეულობას და სიძლიერეს" – სამგორის გამგებელი კობახიძეზე

  16:07:46     26-07-2022

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ირაკლი კობახიძეს სოლიდარობას უცხადებს:

"ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ და უნიჭიერეს ახალგაზრდას, ირაკლი კობახიძეს. ვადასტურებ, მის მიმართ უზარმაზარ პატივისცემას და გვერდში დგომას! ზუსტად იმიტომ ებრძვიან მოღალატეები, რომ გრძნობენ მის ღირსეულობას და სიძლიერეს, მაგრამ შანსი 0%"., – წერს სამხარაძე. 

კობახიძისადმი სოლიდარობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მან გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თავად სამხარაძე კი სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა "შინ ევროპისკენ" აქციაზე მყოფ ხალხს "სირები" უწოდა.